Wednesday, April 25, 2012

თურქული ცეკვები


კულტურა


თურქეთის სანაპირო


თურქეთის კულტურა



თურქეთის სამზარეულო



თურქეთის სანაპიროები



მოძიებული წიგნები თურქეთის შესახებ

წიგნები თურქეთის შეხებ

ეკონომიკა



თურქეთი ეთგო-ს დამფუძნებელი წევრი და ერთ-ერთია G-20 ქვეყანათაგან.
რესპუბლიკის პირველი ექვსი ათწლეულის განმავლობაში (1923-1983), თურქეთი ძირითადად კვაზიეტატიზმის მიმართულებას მიჰყვებოდა ბიუჯეტის მკაცრი სამთავრობო დაგეგმვითა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით კერძო სექტორის წილზე, საგარეო ვაჭრობაზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე და საგარეო პირდაპირ ინვესტიცეიბზე. თუმცა, 1983 წლიდან თურქეთმა პრემიერ-მინისტრი თურგუთ ოზალის ინიციატივით რეფორმების სერიის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი ეკონომიკის უფრო ღია, საბაზრო მოდელზე გადასვლა იყო.[61] რეფორმებს შედეგად სწრაფი ზრდა მოჰყვა, თუმცა მას ხელი შეუშალა 1994-ის, 1999-ის (ეს უკანასკნელი წინა წლით მომხდარ მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა),[62] და 2001 წლების ფინანსურმა კრიზისმა,[63] რისი შედეგიც 1981-2003 წლებში საშუალოდ წლიური 4% მშპ-ის ზრდა მოჰყვა.[64]დამატებითი ფისკალური რეფორმების გაუტარებლობამ, რომელსაც დაემატა მზარდი სახელმწიფო დეფიციტი და მასშტაბური კორუფცია, მაღალი ინფლაცია, შერყეული საბანკო სექტორი და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკიანობა გამოიწვია.[65]
2001 წლის ეკონომიკური კრიზისისა და იმ პერიოდის ფინანსთა მინისტრი ქემალ დერვიშის მიერ წამოწყებული რეფორმების შედეგად, ინფლაციის დონე ერთნიშნა ციფრებზე ჩამოვიდა, ინვესტორებს იმედი გაუჩნდათ და უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის დონე შეამცირა. სავალუტო ფონდის მონაცემებით 2008 წელს თურქეთის ინფლაციის დონე 6%-ს არ აღემატებოდა.[66] საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მთავრობის კონტროლის შემცირებით და საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაციით თურქეთმა დროთა განმავლობაში საკუთარი ბაზრები გახსნა. ამასთან, მრავალი სექტორის ლიბერალიზაცია დღემდე გრძელდება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა.[67]
მშპ-ის ზრდის ტემპმა 2002-07 წლებში 7.4% შეადგინა,[68][69] რის გამოც თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში ამ პერიოდის განმავლობაში. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით თურქეთის მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წელს 5.4%-ს შეადგენდა.[70] თურქეთის ეკონომიკის დომინანტური დარგი სოფლის მეურნეობა უკვე აღარ არის. ის ჩაანაცვლა დინამიურმა ინდუსტრიულმა კომპლექსებმა ბირთვ ქალაქებში, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის დასავლეთ პროვინციებშია კონცენტრირებული, განვითარებულ მომსახურების სექტორთან ერთად. 2007 წელს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეშპ-ის 8,9% შეადგინა, მაშინ როცა ინდუსტრიული სექტორი 30,8%, ხოლო მომსახურების სექტორი 59,3% იყო.[71]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სწრაფად განვითარდა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2008 წელს ქვეყანა მოინახულა 30,929,192 ტურისტმა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტს $21.9 მილიარდი შესძინა.[72]

თურქეთის ეკონომიკის სხვა ძირითადი სექტორებია საბანკო საქმე, მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტები, კვების მრეწველობა, მანქანათ- და ხელსაწყოთმშენებლობა. თურქეთს მზარდი სამანქანათმშენებლო ინდუსტრია აქვს, რომელმაც 2006 წელს 1,024987 ავტომანქანა აწარმოა,[73] რის გამოც ამ წელს ევროპაში სიდიდით მე-6 ავტომწარმოებელი გახდა; გერმანიის (5,819,614), საფრანგეთის (3,174,260), ესპანეთის (2,770,435), გაერთიანებული სამეფოს (1,648,388), და იტალიის (1,211,594) შემდეგ.[74] თურქეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი გემთმშენებელი ქვეყანაა; 2007 წელს ქვეყანა რანგით მეოთხე იყო (ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ) გემების შეკვეთების რაოდენობის მიხედვით, და ასევე მეოთხე მსოფლიოში (იტალიის, აშშ-ისა და კანადის შემდეგ) მეგა იახტების შეკვეთების რაოდენობით.[75]
ბოლო წლებში ქრონიკულად მაღალი ინფლაციის კონტროლირება მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი ვალუტა ახალი თურქული ლირა შემოიღეს 2005 წლის 1 იანვარს, ეკონომიკური რეფორმებით მიღწეული წარმატებების შედეგების გასამყარებლად.[76] 2009 წლის 1 იანვარს ახალ თურქულ ლირას ხელახლა დაერქვა თურქული ლირა, რის გამოც ახალი ბანკნოტები და მონეტები გამოიცა. 2005 წლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად ინფლაციის დონემ 8.2%-მდე დაიწია, უმუშევრობისამ კი — 10.3%-მდე.[77] 2004 წელს სრული დახარჯვადი შემოსავლების 46,2% მიიღო შემოსავლების ზედა 20% მიმღებმა ჯგუფმა, მაშინ როცა ქვედა 20% ჯგუფმა 6% მიიღო.[78]
თურქეთმა მნიშვნელოვნად ისარგებლა საბაჟო კავშირით ევროკავშირთან, რომელსაც სელი 1995 წელს მოეწერა, რამაც ხელი შეუწყო მისი საექსპორტო ინდუსტრიული წარმოების ზრდასა და ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.[79] 2005 წელს ექსპორტმა $73,5 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტმა $116,8 მილიარდი, რაც 2004 წელთან შედარებით 16.3% და 19.7%-ით გაიზარდა, შესაბამისად.[80] 2006 წლისთვის ექსპორტმა უკვე $85,8 მილიარდი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 16,8%-ით მაღალია.[81] 2007 წელს ექსპორტმა $115,3 მილიარდს მიაღწია[71] (მთავარი საექსპორტო პარტნიორები: გერმანია 11.2%, გაერთ. სამეფო 8%, იტალია 6.95%, საფრანგეთი 5.6%, ესპანეთუ 4.3%, აშშ 3.88%; სულ ევროკავშირის ექსპორტი 56.5%.) თუმცა, იმპორტმა ამასთან დაახ. $162,1 მილიარდს მიაღწია,[71] რაც სავაჭრო ბალანს საშიშროებას უქმნის (მთავარი საიმპორტო პარტნიორები: რუსეთი 13.8%, გერმანია 10.3%, ჩინეთი 7.8%, იტალია 6%, აშშ 4.8%, საფრანგეთი 4.6%, ირანი 3.9%, გაერთ. სამეფო 3.2%; სულ ევროკავშირზე 40.4%; სულ აზიაზე 27%).[82][83]
წლების განმავლობაში დაბალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებლის შემდეგ, 2007 წელს თურქეთმა შეძლო $21,9 მილიარდის მოზიდვა.[84]მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების სერიამ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკეთბი განპირობებულმა სტაბულურობამ, სტაბილურმა ზრდის ტემპმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.[67]

რელიგია

თურქეთი ოფიციალურად სეკულარული რესპუბლიკაა, ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის გარეშე; თურქეთის კონსტიტუცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამასთან არ წარმოადგენს ან მხარს არ უჭერს რომელიმე რელიგიას.[50][51] თურქეთის მოსახლეობა უმეტესწილად მაჰმადიანია (99%),[52] რომელთა უმრავლესობა სუნიტია (75%) და დიდი უმცირესობა ალევი (15-25%).[53] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ქრისტიანია (მეტწილად ბერძნული მართლმადიდებლობა დასომხური სამოციქულო ეკლესია) და ებრაელი (96% სეფარდი და 4% აშკენაზი.)[54][55][56] 2007 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის მოქალაქეების 96.8% აქვს რელიგია, მაშინ როცა 3.2% არარელიგიური ან ათეისტია. მამაკაც მუსლიმ მოქალაქეთა 56% რეგულარულად ესწრება პარასკევის ლოცვებს.[57][58] პიუს კვლევითი ცენტრის 2002 წლის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 65%-ს სწამს, რომ ”რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია”,[59] ხოლო 2005 წელს ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 95%-ს სწამს, რომ „ღმერთი არსებობს“[60].

თურქეთის ისტორი


ანტიკური პერიოდი [რედაქტირება]

ტროას ლეგენდარული კედლის ნაწილი, ადგილი, სადაც ტროას ომიუნდა მომხდარიყო (დაახ. ძვ. წ. 1200)
ანატოლიის ნახევარკუნძული (ასევე მცირე აზია), რომელზეც თანამედროვე თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი განუწყვეტლივ დასახლებული რეგიონია მსოფლიოში მისი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობის გამო. ადრეული ნეოლითური დასახლებები, როგორიცაა ჩათალჰოიუკი (მექოთნეობის ნეოლითი), ჩაიონიუ (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა), ნევალი ჩორი (მექოთნეობამდელი ნეოლითი ბ), ჰაჩილარი (მექოთნეობის ნეოლითი), გიობექლი თეფე (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა) დამერსინი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დასახლებებად არის მიჩნეული.[85] ტროას დასახლება იწყება ნეოლითიდან და გრძელდებარკინის ხანის პერიოდში. დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, რომ ანატოლიელები ინდო-ევროპულსემიტურ და ქართველურ ენებზე მეტყველებდნენ, ისევე როგორც მრავალ გაურკვეველი ნათესაობის ენაზე. ფაქტობრივად, ინდო-ევროპული ხეთურისა და ლუვიურისანტიკურობის გამო, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანატოლია უნდა იყოს ის რეგიონი, საიდანაც ინდო-ევროპული ენები გავრცელდა.[86]
პირველი მნიშვნელოვანი იმპერია ამ არემარეში იყო ხეთების, ძვ. წ. XVIII-დან XIII-მდე. შემდეგ გაძლიერდნენ ფრიგიელები, ინდო-ევროპელი ხალხი, სანამ მათ სამეფოს ქიმერიელები გაანადგურებდნენ ძვ. წ. VII საუკუნეში.[87] ფრიგიელთა მემკვიდრე სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერები იყვნენ ლიდიაქარია და ლიკია. ლიდიელები და ლიკიელები ფუნდამენტურად ინდო-ევროპულ ენებზე მეტყველებდნენ, თუმცა ორივე ენას არა-ინდო-ევროპული ელემენტები ჰქონდა ათვისებული ხეთებისა და ელენისურ პერიოდებამდე.
ძვ. წ. 1200 წლიდან დაწყებული, ანატოლიის დასავლეთი სანაპირო დასახლებული იყო აეოლიელი და იონიელი ბერძნებით. ძვ. წ. VI და V საუკუნეებში მთელი რეგიონი სპარსეთის აქემენიდების იმპერიამ დაიპყრო, რომელიც ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე დიდმა აიღო.[88]ანატოლია შემდგომში რამდენიმე მცირე ელენისტურ სამეფოდ დაიშალა (მათ შორის ბითინიადკაბადოკიადპერგამონად დაპონტუსად), რომლებიც რომის იმპერიის ვასალები გახდნენ ძვ. წ. I საუკუნისთვის.[89] 324 წელს, რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად ბიზანტიუმი აირჩია და მას ახალი რომი (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი და სტამბოლი) დაარქვა.დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა (აღმოსავლეთ რომის იმპერია).[90]

თურქები და ოსმალეთის იმპერია [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ოსმალეთის იმპერია.
ოსმალეთის იმპერია მისი დიდების მწვერვალზე (დაახ. 1680)
სულთან აჰმედის მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი) ერთ-ერთი ყველაზე განთქმულიარქიტექტურული მემკვიდრეობააოსმალეთის იმპერიის
სელჩუკთა გვარი „კინიკ“ ოღუზ თურქთა ერთი განშტოება იყო, რომელიც IX საუკუნეში მაჰმადიანური სამყაროს პერიფერიაში, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთით სახლობდა ოღუზთა კონფედერაციის იაბღუს სახანოში.[91] X საუკუნეში სელჩუკებმა მიგრაცია დაიწყეს მათი წინაპრების სამშობლოდან ანატოლიის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ, რაც საბოლოოდ ოღზ თურქ თემთა ახალი სამშობლო გახდა 1071 წელსმანციკერტის ბრძოლის მოგების შემდეგ. სელჩუკთა გამარჯვებამ საფუძველი დაუდოკონიის სასულთნოს (ანატოლიის სელჯუკთა სასულთნო), რომელიც ცენტრალური აზიის,ირანისა და სამხრეთდასავლეთ აზიის ტერიტორიებს მოდებული უფრო ვრცელი სელჩუკთა იმპერიის განშტოება გახდა.[92]
1243 წელს სელჩუკთა არმიები მონღოლებმა დაამარცხეს და მათი იმპერიის გავლენა ნელ-ნელა დაკნინდა. ამ პერიოდში, ერთ-ერთი თურქული სამთავრო, რომელსაც ოსმან Iმმართველობდა, თანდათან ოსმალეთის იმპერიად გადაიქცა, შეავსო რა პოლიტიკური ვაკუუმი დაკნინებულ სელჩუკთა და ბიზანტიელებს შორის.[93]
623-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის კულტურებთან. XVI-XVII საუკუნეებში ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური გაერთიანება გახდა, რომელიც ხმელეთით საღვთო რომის იმპერიას ეჯიბრებოდა და დამაჯერებლად იკვლევდა გზასცენტრალური ევროპისკენ ბალკანეთისა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის სამხრეთ ნაწილის მითვისებით;[94] ხოლო წყლით ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობაში ეცილებოდა ჰაბსბურგის ესპანეთისვენეციის რესპუბლიკისა და წმინდა იოანეს რაინდების გაერთიანებულ ძალებს (საღვთო ლიგა); ამასთან ხშირად ეწინააღმდეგებოდაპორტუგალიის ხომალებს ინდოეთის ოკეანეში აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის უძველეს საზღვაო სავაჭრო გზებზე იმპერიის მონოპოლიის დასაცავად (რამაც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა 1488 წელს კეთილი ნების კონცხის აღმოჩენის შემდეგ).
ძალაუფლების დაკნინების წლების ბოლო ფაზაში ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო 1914 წელს ოსმალეთ-გერმანიის ალიანსში გაერთიანებით, და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. ხოლო ომის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირე ძალებმა ოსმალეთის სახელმწიფოს დანაწილება მოინდომეს სევრის ხელშეკრულებით.[93]

რესპუბლიკის ხანა [რედაქტირება]

მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი
სტამბოლისა და იზმირის ოკუპაციამ მოკავშირეების მიერ პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გააღვივა თურქული ეროვნული მოძრაობა.[94] მუსტაფა ქემალ ფაშას, სამხედრო ხელმძღვანელი, რომელმაც თავი გამოიჩინა გალიპოლის ბრძოლაში, მეთაურობით გაჩაღდა თურქეთის დამოუკიდებლობის ომი, რომლის მიზანი სერვის ხელშეკრულების პირობების გაუქმება იყო.[95] 1922 წლის 18 სექტემბრისთვის საოკუპაციო ჯარები განდევნილ იქნა და ქვეყანაში ახალი თურქული სახელმწიფო დაიბადა. 1 ნოემბერსახლადდაფუძნებულმა პარლამენტმა ფორმალურად გააუქმა სასულთნო, რითაც დასრულდა ოსმალეთის მმართველობის 623 წლიანი პერიოდი. 1923 წლის 24 ივლისს დადებულმა ლოზანის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა ახლადდაფუძნებული „თურქეთის რესპუბლიკის“ სუვერენულობის საერთაშორისო აღიარებას, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე ქვეყანას. რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს ახალ დედაქალაქ ანკარაში.[94]
მუსტაფა ქემალი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც მან მრავალი რადიკალური რეფორმა გაატარა ახალი სეკულარული რესპუბლიკის დაარსებისთვის ოსმალეთის წარსულის ნარჩენებისგან.[94] გვარების კანონის მიხედვით, თურქეთის პარლამენტმა მუსტაფა ქემალს მიუძღვნა საპატივცემლო სახელი „ათათურქი“ („თურქების მამა“) 1934 წელს.[95]
თურქეთმა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების მხარე დაიჭირა 1945 წლის 23 თებერვალს, როგორც ცერემონიული ჟესტი, და გაეროს ქარტიის წევრი გახდა 1945 წელს.[96] საბერძნეთში კომუნისტების აჯანყების გამო წარმოქმნილი სირთულეებისა და საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთის სრუტეებში სამხედრო ბაზების მოთხოვნის შედეგად შეერთებულმა შტატებმა 1947 წელს ტრუმენის დოქტრინაგამოაცხადა. დოქტრინა ხაზს უსვამდა თურქეთისა და საბერძნეთის უსაფრთხოების გარანტიის დაცვას ამერიკის მიერ და დიდძალი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია ამ ორ ქვეყანას.[97]
კორეის კონფლიქტში გაეროს ძალებთან მონაწილეობის შემდეგ, თურქეთი ნატოს წევრი გახდა 1952 წელს, რითაც ბოლო მოუღოხმელთაშუა ზღვაში საბჭოთა ექსპანსიის მცდელობას. კვიპროსის კუნძულზე ათწლიანი ეთნიკური კონფლიქტისა და 1974 წლის საბერძნეთის ხუნტის შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტი მაკარიოსის ნაცვლად დიქტატორი ნიკოს სამპსონი მოიყვანა ქვეყნის სათავეში, თურქეთი შეიჭრა კუნძულზე. ცხრა წლის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. დღემდე ჩკთრ-ს მხოლოდ თურქეთი ცნობს.[98]
1945 წელს ერთპარტიული პერიოდის დასრულების შემდეგ, მრავალპარტიულობის დამყარებამ პოლიტიკური სირთულეები მოიტანა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 1960-იან და 1980-იან წლებში რამდენიმე გადატრიალების მცდელობით 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში.[99] თურქეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციამ 1980-იან წლებში თითქმის სრულიად შეცვალა ქვეყანა, რასაც პერიოდული სწრაფი ზრდისა და კრიზისის წლები მოჰყვა მომდევნო ათწლეულებში.[61]